ბიზნესის რომელ სექტორებში გაიცემა ყველაზე მეტი სესხი?

ბიზნესის რომელ სექტორებში გაიცემა ყველაზე მეტი სესხი?

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის ივნისში იურიდიულ პირებზე გაცემული ახალი სესხების ნაკადმა 2.66 მილიარდი ლარი შეადგინა, მათ შორის ყველაზე დიდი მოცულობის – 1.06 მილიარდი ლარის სესხები ვაჭრობის სექტორში გაიცა. ამის მიზეზია, ის რომ ვაჭრობა საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მსხვილი დარგია და მსხვილი სავაჭრო ოპერაციები მუდმივად საჭიროებენ საკრედიტო დაფინანსებას.

მეორე ადგილზე 418 მილიონი ლარით არის სამშენებლო სექტორი, ხოლო მესამე პოზიციას 351 მილიონი ლარის სესხებით მრეწველობის დარგი იკავებს.

სებ-ის სტატისტიკაში აღნიშნული არაა ამ კრედიტების დანიშნულება, შესაბამისად ის სავარაუდოდ როგორც ახალი ოპერაციების დაფინანსებაზე, წარსულში აღებული ვალდებულებების რეფინანსებასა და კომპანიების კაპიტალის გაძლიერებაზე მიიმართა.

ეკონომიკის სექტორები საბანკო დაკრედიტების ნაკადების მიხედვით, 2023 წლის ივნისის მდგომარეობით:

  • ვაჭრობის სექტორი – 1.06 მილიარდი ლარი;
  • მშენებლობა – 418 მილიონი ლარი;
  • მრეწველობა – 351 მილიონი ლარი;
  • ფინანსური შუამავლობა – 283 მილიონი ლარი;
  • ოპერაციები უძრავი ქონებით – 168 მილიონი ლარი;
  • სოფლის მეურნეობა – 126 მილიონი ლარი;
  • სასტუმროები და რესტორნები – 80 მილიონი ლარი;
  • ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 72 მილიონი ლარი;
  • ჯანდაცვა – 44 მილიონი ლარი;
  • მომსახურება (აერთიანებს სხვადასხვა სფეროს) – 36 მილიონი ლარი;
  • განათლება – 20.9 მილიონი ლარი.

შესაბამისად, როგორც ანგარიშიდან ჩანს, საბანკო კრედიტები ყველაზე მცირე მოცულობით განათლების სფეროზე გაიცა, სავარაუდოდ ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ ამ სექტორში მოღვაწე ოპერატორების (სკოლების, უნივერსიტეტების და პროფსასწავლებლების) დაფინანსების მთავარი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტი და უშუალოდ მომხმარებელთა მიერ გადახდილი თანხებია, ხოლო საბანკო კრედიტებით გაფართოება ოპერატორების წამყვან პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

მთლიანობაში, 2023 წლის ივნისში საქართველოში საბანკო დაკრედიტება 13.5%-ით გაიზარდა. დაკრედიტების ზრდაში ბიზნესსესხების წილმა 7.4 პროცენტული პუნქტის წვლილი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი…
ენერგოომბუდსმენის დახმარებით მომხმარებლებს 175 ათას ლარამდე ჩამოეწერათ

ენერგოომბუდსმენის დახმარებით მომხმარებლებს 175 ათას ლარამდე ჩამოეწერათ

ენერგოომბუდსმენის სამსახურის დახმარებით მომხმარებელთა სასარგებლოდ ზედმეტად ან უსაფუძვლოდ დარიცხული 175 ათას ლარამდე თანხა დაკორექტირდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2024 წლის…
როგორ ამოწმებენ საბაჟოზე სურსათს შემოტანისას? – შემოსავლების სამსახურის განმარტება

როგორ ამოწმებენ საბაჟოზე სურსათს შემოტანისას? – შემოსავლების სამსახურის განმარტება

საქართველოში იმპორტირებული რძის 100% საზღვარზე შემოწმდება – ამის შესახებ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „სოფლის…